ვახტანგ გომელაური 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის ჩვენებას გამოეხმაურა, რომელშიც სპეცრაზმელი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო. გომელაურის თქმით, სპეცრაზმელმა ამით კონკრეტულ მომენტში საკუთარი ქმედება შეაფასა და არა მთლიანად ოპერაცია.
"მას არ შეუფასებია მთლიანი ოპერაცია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს ამის უფლება. მან თქვა, რომ საკუთარ კონკრეტულ გადაცდომაზე ისაუბრა, იმ მომენტში და იმ მიმართულებით სროლაზე, რამაც დააზიანა ადამიანი," - განაცხადა მინისტრმა.