18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"მცოცავი ოკუპაცია არ არის" - შს მინისტრის განცხადებას ოპოზიციის მწვავე შეფასება მოჰყვა

შს მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არაა, არც მცოცავი ოკუპაციაა და ტერიტორიები 2008 წელს დაიკარგა, ოპოზიციაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ ოკუპაციის გამო რუსეთს საერთაშორისო დონეზე ფასი გადაახდევინოს სრულიად საპირისპიროს აკეთებს:

 "ეს არის საგანგაშო განცხადება, რომელიც დამატებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. რუსეთი მაინც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის პოლიტიკას, ადამიანების გატაცებით, მცოცავი ოკუპაციით და ახლა უკვე ანექსიის საფრთხით. უნდა ითხოვდნენ, რომ რუსეთმა ამაში გადაიხადოს ფასი და ზუსტად საპირისპიროს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. როგორეც კი აგრძნობინებ რუსეთს რომ შანტაჟი ჭრის, ეს შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები