18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"მცოცავი ოკუპაცია არ არის... ეს ტერიტორიები დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ" - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ოკუპაციაზე და ოკუპანტების ქმედებებზე დღეს, ზუგდიდში ჟურნალისტებთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მცოცავი ოკუპაცია არ ხდება და რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს მოახდინა. გომელაური ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავებას ცუდი ფაქტი უწოდა და ამ პრობლემის თავიდან აცილებით ახსნა ის, რომ ქართული პოლიცია საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მედიას და მოქალაქეებს გადაადგილებას გარკვეულწილად უზღუდავს.  შს მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მუქარასაც უპასუხა და განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა პასუხისთვის, რათა კონტროლირებადი ტერიტორიები და საკუთარი მოსახლეობა დაიცვას:

"ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტი იყო რომ დამკვირვებლები დააკავეს, აქედან გამომდინარე ყოველთვის პრობლემა აქვთ პრესას და მოქალაქეებს, რატომ არ გვიშვებთ... შეიძლება დააკავონ და გადაიყვანონ და არაფრისგან შექმნან პრობლემა. ვითარება იქ გამწვავებული ნამდვილად არ არის, ასე ვერ შევაფასებდი . ძალიან სამწუხაროა, ასე რომ აფასებენ ხოლმე, რომ "დაკარგეს ტერიტორიები"... გაავლებენ მაგალითად 100 მეტრიან ღობეს, ოსურ-რუსული მხარე, რაც არის . "სახელმწიფომ ახალი ტერიტორიები დაკარგა" - ეს ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ. მცოცავი ოკუპაცია არ არის... ეს თემა დაიწყო 2008-ში, შეთანხმდა, ხელი მოეწერა ამ ოკუპაციის ხაზს, რომ იქით იქნებიან რუსული მხარე და ოსური მხარე, აქეთ იქნება ქართული მხარე. ახლა სადაც ღობე არაა გავლებული, გადავდივართ? შევდივართ, ვხნავთ, ვთესავთ? ნათესავებთან მივდივართ? ვერ მივდივართ, ხომ? დაკეტილია ჩვეულებრივად, ღობე იქნება იქ თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ ჩემთვის ერთი და იგივეა,

ეს პირველი არაა, ხშირად ხდება მუქარა ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. თუმცა კიდევ ვიძახი, რამდენიმეჯერ მოხდა მუქარის განმეორება "ამას გადმოვწევთ, ცეცხლს გავხსნით"... ნუ ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, თუ გახსნიან კიდე, პასუხს გავცემთ რა თქმა უნდა, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიები რომ დავიცვათ და ჩვენი მოსახლეობა,"- განაცხადა გომელაურმა.

დღის ამბები