ეუთოში შეერთებული შტატების მისია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მისია ოფიციალური განცხადებით ვენის მუდმივ საბჭოს მიმართავს.
განცხადებაში ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზეა საუბარი.