საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრას დადებითად აფასებს. რუდმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მთავარი დიალოგის პროცესის დაწყება და მის გაგრძელებაზე შეთანხმების მიღწევაა, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
"ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განიხილებოდა ბევრი ვარიანტი და არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხები. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. ამაზე მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც შეჯერდა. ჩვენც, საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით გაიმართა.
აუდიენცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე რომელიც დახურულ კარს მიღმა, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უშედეგოდ დასრულდა.