18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ხელისუფლება ხაზს უსვამს რომ მზადაა, პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი - ინაშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

უკვე ხუთი საათია ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე დახურულ კარს მიღმა, სასტუმრო "ბილტმორში" მსჯელობს.

აუდიენცია უკვე დატოვა ირმა ინაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრაზე თეორიულად მსჯელობდნენ იმ საკითხზე, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელი". 

"მიდიოდა საუბარი, ძირითადად, თეორიულ ჭრილში, ანუ ესადაგება თუ არ ესადაგება კონსტუიტუციას წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი. მაგრამ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.

როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაღაც კონსესუსამდე მივიდეს პოლიტიკური სპექტრი. უმრავლესობა ხაზს უსვამდა, რომ მზადაა, პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი და თუ მზად არიან, ჩვენც ვეუბნებით, დავიწყოთ ცვლილებების განხორციელება და გადავიდეთ ამ სისტემაზე 2020 წლიდან,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დიპლომატების ინიციატივით მიმდინარე დიალოგში არ მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივისტები, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ისინი უმწვავესი რეაქციებით იმუქრებიან, თუკი შედეგი მათთვის სასურველი არ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები