18 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ხელისუფლების ყველა შტო არის უფუნქციო - სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს და "ინტერმედია პლიუსის" ხელმძღვანელს ედავება.

პროკურატურა საუბრობს “რუსთავი 2“-ის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაზე. 

"ნულოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე ამას არ ვუშვებ, იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს ამ ქვეყანაში. საერთოდ, აღარანაირი ხელისუფლების შტო არ გვაქვს. ხელისუფლების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს ერთ ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი. რეალურად, არც ერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს ფორმალურად, მაგრამ რეალურად, ის არის ერთადერთი, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს, ისიც ბიძინა ივანიშვილია“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს. აქცენტი კეთდება საქმის პოლიტიკურ სარჩულზე. 

“განსახილველი საქმე საერთოდ არ მიეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას, ეს არ არის სისხლის სამართლის სფეროს შემადგენელი ნაწილი. ეს მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი და ბუნებრივია, ვერც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს, რაც დაადასტურებდა თუნდაც პირის ბრალეულობას“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები