20 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
ერდოღანი ლიბიაში ჯარების გაგზავნას გეგმავს

თურქეთი ლიბიაში ჯარების გაგზავნას გეგმავს. გადწყვეტილება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტრიპოლის თხოვნის შედეგად მიიღო. ახლა საკითხი თურქეთის პარლამენტმა უნდა განიხილოს.

ლიბიაში რთული პოლიტიკურიო ვითარებაა. ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა ორ ნაწილადაა განყოფილი, ერთს ტრიპოლიში განთავსებული საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობა აკონტროლებს, მეორეს კი გენერალი ხალიფა ჰაფთარი. მანამდე თურქეთმა და ლიბიამ ორი შეთანხმება გააფორმეს, რომლის ფარგლებში ანკარა ლეგიტიმურ მთავრობას უჭერს მხარს. ერდოღანი ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო დანაყოფის "ვაგნერის" მებრძოლების ყოფნასაც აპროტესტებს. ვაგნერის წევრები გენერალ ჰაფთარის რიგებში იბრძვიან.

 

 

 

დღის ამბები