ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დავით ზალკალიანი გაწეული ძალისხმევისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო:
"ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები იყოს თავიდან აცილებული," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.