10 სექტემბერი 2026,   00:12
ვრცლად
"რა დავალებაც იქნება ისე მოიქცევიან, ველოდებით ჯარიმებს"- გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამარჯვებული საქართველოს" წევრის, გურამ ჩალაგაშვილისა და კიდევ ხუთი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს შედგება. თითქმის 5 კვირიანი დამატებითი დრო მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებების შეგროვების მიზნით მისცა. საქმე ეხება პოლიციელების სამხრე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებასა და წარდგენას.

"ამტკიცებენ, რომ პოლიციის არ ჰქონდათ ჩართული სამხრე კამერები, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ არ იყოს მტკიცებულება იმისი, რაც მოხდა. არავის არაფერი არ დაუშავებია, უბრალოდ მოგვეპარნენ პოლიციელები და დაგვიჭირეს. რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე ფილიშვილი მტკიცებულებებს სწორად გამოიკვლევს, არ მაქვს. რაც იქნება დავალება ხელისუფლებისგან და ივანიშვილისგან, ისე მოიქცევა ყველა მოსამართლე. ასე რომ, ველოდებით მხოლოდ ჯარიმებს,"-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის გურამ ჩალაგაშვილი და რამდენიმე პირი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დეკემბერში დააკავეს. გურამ ჩალაგაშვილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო მათ გაამტყუნებს.

დღის ამბები