26 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
ოსკარის გრანდიოზულ ცერემონიამდე რამდენიმე საათი დარჩა

დღეს ოსკარების გადაცემის ცერემონია გაიმართება. ამერიკის კინოაკადემიის რიგით 92-ე დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.

გამარჯვებულები 24 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

წელს ცერემონიას გასული წლის მსგავსად, წამყვანი არ ეყოლება. კინოსამყაროში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული დაჯილდოების დაწყებამდე ვარსკვლავები ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებიან.

სამზადისის პარალელურად ჰოლივუდში ეკოაქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ ოსკარის ცერემონიაზე კლიმატური ცვლილებების საკითხზე ყურადღების გამახვილება მოითხოვეს.

დღის ამბები