13 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - ეკონომიკის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს

100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - ეკონომიკის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. უწყება კერძო სექტორს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონს სთავაზობს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ წიაღისეულის გადამუშავება მნიშვნელოვნად წაადგება ბიუჯეტს და ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

"ჯამში, მთელი პაკეტი შეთავაზების, 100 ლიცენზია, 100 წიაღისეული, ეს არის, სულ მცირე, 82 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი, რა თანხაც შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის, სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც აიღებს ბიზნესი იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვებს, არამედ გადაამუშავებს ამ წიაღისეულს და ეს არის, სულ მცირე 1800 ახალი სამუშაო ადგილი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები