18 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი 82 წლის ასაკში 17 თებერვალს გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაიამ მდიდარი და საინტერესო კინოისტორია დატოვა. უკანასკნელ გზაზე კინორეჟისორი ახლობლებმა, ხელოვანებმა, პოლიტიკოსებმა და კოლეგებმა გააცილეს.

"პირველ რიგში, ოჯახისთვის და ქვეყნისთვის არის დიდი დანაკარგი. ქართველი რეჟისორი რომელმაც უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინომატოგრაფში და ჩვენ ყველა ერთად ვაცილებთ, რაც არის დიდი დანაკარგი ქართული კულტურისთვის,"- დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"მინდა მივუსამძიმრო გიორგი შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. კიდევ ერთი გამოჩენილი და ღირსეული ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას,"-აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

"გიორგი შენგელაიამ დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი მსოფლიოს კინოისტორიაში და არის ძლიან გულდასაწყვეტი, რომ წავიდა ისეთ ასაკში, კიდევ შეეძლო, ჩემი აზრით, საკუთარი შემოქმედებითი ენერგიის ჩუქება უამრავი ადამიანისთვის," - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები