18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
დედოფლისწყაროში მდინარე იორში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

2 ადამიანის ცხედარი იპოვეს დედოფლისწყაროში, მდინარე იორში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები  მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა  ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ.

ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ.ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ინფორმაციის მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები. საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები