19 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
მილიონობით მიგრანტი მალე ევროპისკენ დაიძვრება - თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს

"მილიონობით მიგრანტი მალე ევროპისკენ დაიძვრება" - ასე აფრთხილებს თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს.

ერდოღანი ევროპულ გაერთიანებას თურქეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების არასრულყოფილად შესრულებაში ადანაშაულებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარამ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ერთ მილიარდ ევროიან დახმარებაზე უარი განაცხადა, რადგან თურქეთმა მიგრანტებისთვის 40 მილიარდი უკვე დახარჯა და ამ კუთხით დახმარებას არ საჭიროებს.

ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, ბერძენმა სამართალდამცველებმა საზღვარზე თურქეთიდან მიმავალი ორი მიგრანტი მოკლეს.

დღის ამბები