18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა მძიმეა - მას ორმხრივი პნევმონია აქვს

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს. 

ამ დროისთვის ინფექციურში 39 პაციენტი იმყოფება, მათგან 23-ის პასუხი უარყოფითია, ერთის დადებითი, ხოლო 9-ს დღეს აუღებენ ანალიზს.

"დილის მდგომარეობით, ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა.

ამ ეტაპზე, ჩვენთან წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით, ჩვენთან წევს 12 პაციენტი," - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პირებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკის ექიმის თქმით, სამ პაციენტზე გუშინ მიიღეს პასუხები და ის უარყოფითია. ექიმის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომით პაციენტები არ ყავთ და პასუხებს არ ელოდებიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები