საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 30-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 418 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანი რჩება.