12 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია. ანუ ეს არის მესამეული შემთხვევა.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დაინფიცირებულის ასაკს შეგნებულად არ ასახელებენ. 

ჯამში, საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა გუშინ დატოვა. გამოჯანმრთელებული პაციენტი ორი კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში თვითიზოლაციის რეჟიმში იქნება.  

შესაბამისად, ამ დროისთვის, კლინიკებში კორონავირუსით დაინფიცირებული 33 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

დღის ამბები