18 მაისი 2024,   19:13
ვრცლად
ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ონლაინ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ამასთან, ქვეყნები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ - ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დამატებით 700 მილიონ ევროს მიიღებენ.

ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება და თავდაპირველი საჭიროებებისთვის 38 მილიონ ევროს, ხოლო შემდგომი კრიზისის დასაძლევად, 374 მილიონ ევროს გამოუყოფს.

დღის ამბები