პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატ ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისი განმარტებით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტისა და სროლის წამოწყების ინიციატორი სამველ პეტროსიანია.
"ნამდვილად არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს იმ ვითარებას, რომელიც იყო კონკრეტულ ადგილას, სადაც იყო შესაბამისი კონფლიქტი და ამ კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ კადრებში, რომ კონფლიქტის და სროლის ინიციატორი არის პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს და აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუცა, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ პროკურატურის ჩართულობით. არავითარი საფუძველი მკოიანის დაპატიმრების, ან მისთვის უფლებამოსილების შეჩერების, არსებობს, გამომდინარე ვიდეოკადრებიდან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.