თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია მარჯვენა სანაპიროზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამი და დაშავდა 2 ადამიანი.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.