საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 214-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი. გარდაცვლილი - 3.
კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.