გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სოციალურ ქსელში წერს.
ჯასტინ მაკკენზი სმიტი 1989 წლის 9 აპრილს twitter-ზე ეხმაურება.
"დღეს ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა," – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.