მრევლის გარეშე ჩატარდა დღეს სააღდგომო ლიტურგია თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში. მრევლს წირვის მოსმენა ინტერნეტის საშუალებით შეეძლო.
"ჩვენთან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. წმინდა წირვა 12:00 საათზე აღესრულა. ეპისკოპოსმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ცარიელ ტაძარში ჩატარდეს წირვა," - განაცხადა დიაკვანმა მამა გიორგიმ.