სააღდგომო ლიტურგია, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეპიდსიტუაცია - ამ თემებზე სასაუბროდ პატრიარქთან დღის ბოლოს პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებიც დაესწრნენ. აუდიენციის მონაწილეებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
ყველაზე ბოლოს საპატრიარქო გიორგი გახარიამ დატოვა. მთავრობის ადმინისტრაცია ისევე როგორც საპატრიარქო გამართული შეხვედრის დეტალებზე განმარტებებს, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ.