დახმარება დევნილებისთვის - 1050ოჯახისთვის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება დაიწყო. ამ მიზნით 100 000 ლარამდეა გამოყოფილი.
ეხმარებიან იმ ოჯახებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ონკოლოგიურ ავადმყოფებს.