ფოთის ცხელების ცენტრში 8-პაციენტი მოათავსეს, ყველა მათგანს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აცხადებს, რომ ცხელების ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტის ნიმუში უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
"ამ დროისათვის ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსებში მოთავსებულია 8 პაციენტი, რვავე პაციენტზე აღებულია ლაბორატორიული ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 2-პაციენტის ანალიზი კვლევაზე გუშინ გაიგზავნა, 6-ის კი დღეს გავგზავნეთ. ეს მოქალაქეები არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან, სამი პაციენტი გვყავს ლანჩხუთიდან, ერთი - გარდაბნიდან, ორი - ზუგდიდიდან და ორი - გალიდან. ყველას აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.