18 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
აშშ ჯანმოს დაფინანსებას წყვეტს - დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლაში ძირითადი მოვალეობა ვერ შეასრულა. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ჯანმომ ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დამალა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ახლა ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის დრო არ არის.

აშშ ჯანმო-ს უმსხვილესი დამფინანსებელია, გასულ წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან ორგანიზაციამ 400 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

დღის ამბები