18 მაისი 2024,   19:14
ვრცლად
ვირუსმა არ იცის არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგია - უკრაინის პრეზიდენტი

ვირუსმა არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგია არ იცის - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვისას გააკეთა და მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულებზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მანამდე მოსახლეობას შინ დარჩენისკენ რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა მოუწოდეს. უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათასს მიაღწია. მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს.

"მონასტრის ტერიტორიაზე თითქმის 100 პირს კორონავირუსი დაუდგინდა, ჩვენ მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ეს მდგომარეობა ცხადყოფს, რომ კორონავირუსი აინფიცირებს ყველას, მიუხედავად ეროვნებისა, სქესისა და რელიგიისა, ყველამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები