თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კორონავირუსით დაინფიცირებულია მედპერსონალის 7 წარმომადგენელი და 2 პაციენტი. TIM-ის დირექტორის გიორგი კაჭახიძის თქმით, კლინიკა ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში იყო, დღეს სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტების სრულად გაყვანა მოხდება და კლინიკა დროებით დაიხურება.
"ჯამში ჩვენთან არის 2 ექიმი დაინფიცირებული, 5 ექთანი და 2 პაციენტი, გუშინდელი არის 3 , გუშინ წინ იყო ერთი. ჩვენს კლინიკაში ამ ვირუსის გავრცელება მოხდა ერთ-ერთი მედიკოსისგან, რომელიც არის ჩვენი ექთანი და რომლის ინფიცირებაც მოხდა ძმისაგან, რომელიც არის სასულიერო პირი. ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა სამსახურში, არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი, როგორც ჩანს ატარებდა ამ ვირუსს და ახდენდა მედპერსონალის და პაციენტების ინფიცირებას, პირველი შემთხვევიდანვე გამოვაცხადეთ კარანტინი, დღეს გადავიყვანთ ყველა პაციენტს და კლინიკა სრულად დაიხურება, - განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.