საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 107 გამოჯანმრთელდა.
მონაცემების მიხედვით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584.