18 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ექსპერტები საქართველო-უკრაინას შორის წარმოქმნილ დიპლომატიურ უთანხმოებას აფასებენ

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე- პრემიერად შესაძლო დანიშვნის ფაქტსა და საკითხზე ქართული მხარის გამოხმაურებას, ექსპერტები და არასამთავრობოები აფასებენ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს,რომ  ქართული მხარე, სხვას, გარდა იმისა, რომ ელჩს გამოიწვევს კონსულტაციისთვის და აგრძნობინებენ მათ რომ განაწყენდნენ - ვერაფერს გააკეთებს.

"მშვენივრად ხვდებიან, რომ საბოლოო ჯამში შემოიფარგლებიან იმით, რაც გუშინ გახარიამ თქვა, რომ დროებით გამოიწვევენ ელჩს კონსულტაციისთვის, ანუ, სიმბოლურად დააფიქსირებენ რომ განაწყენებულები არიან. სხვა რა უნდა უქნას საქართველომ უკრაინას, რა სანქციები უნდა დაადოს, სავიზო რეჟიმსაც კი ვერ დაადებს, რადგან ჩვენ გაცილებით მეტად ვართ მათზე დამოკიდებულები, ვიდრე ისინი ჩვენზე," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თორნიკე სარაშენიძემ

არასამთავრობო ორგანიზაცი "სექტორი 3- ში"  კი იმედს გამოთქვამენ, რომ ამ მოცემულობაში საქართველოც და უკრაინაც ადეკვატური იქნება. 

"უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა არის მთავარი და ამიტომ, იმედი მაქვს ორივე მხარე ადეკვატური იქნება ამ პროცესში,"- აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის თავმჯდომარემ, ქეთევან ჩაჩავამ.

დღის ამბები