"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ხელისუფლების უზურპაციისა და არჩევნების გაყალბების გრაფიკს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის გაჭირვებით მილიარდების კეთებას აპირებს, თავად ხალხს კი ხახვის და კარტოფილის ფულს აძლევს:
"ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა, რომ გაქანებული ეპიდემიის დროს, რეჟიმი კიდევ დაიწყებდა მილიარდების კეთებას ჩვენი გაჭირვებითა და უბედურებით, ხოლო ხალხს გადაუგდებდა ხახვის და კარტოფილის ფულს. ეს არის დაცინვა, ეს არის საარჩევნო ქრთამი, გუშინ ანტიკრიზისული გეგმის სანაცვლოდ გახარიამ წარმოგვიდგინა ხელისუფლების უზურპაციისა და არჩევნების გაყალბების გრაფიკი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.