18 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს

3 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა, მათგან ერთ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტესტირების მასშტაბები იზრდება.

ამ დრომდე შტატებში COVID – 19-ზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.

შტატებში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად კვლავ ნიუ-იორკი რჩება, სადაც პრაიმერის ჩატარების თარიღი ისევ გადაიდო. ამის ფონზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადახედვას არ გეგმავს.

თურქეთი აშშ-სთვის ნახევარი მილიონი ქირურგიული ნიღბისა და ათი ათასობით დამცავი საშუალების გაგზავნას აპირებს.

დღის ამბები