18 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
ჩვენი გათვლებით, ამ კრიზისში კიდევ ერთი წლის მანძილზე მოგვიწევს ყოფნა - სომხეთის პრემიერი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნას კრიზისში ყოფნა მინიმუმ 1 წლის მანძილზე მაინც მოუწევს. მისი განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს გამოწვევების დასაძლევად.

"ჩვენი გათვლებით, ამ კრიზისში, სულ მცირე, კიდევ ერთი წლის მანძილზე მოგვიწევს ყოფნა. ეს არის კრიზისი, რომლის გამოც ჩვენ ყველა, მთელი ქვეყანა, მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი, ვიტანჯებით. ეს კრიზისი მუდმივად ახალ გამოწვევებს აჩენს და ჩვენ ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ," - განაცხადა ნიკოლ პაშინიანიმ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1900-ს მიაღწია. ქვეყანაში COVID 19-ით 30 ადამიანია დაღუპული.

დღის ამბები