"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ეპიდემიას საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს და ხალხის ხარჯზე ცდილობს გამდიდრებას. "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების დაწესებით ხელისუფლება საპროტესტო ტალღის შეჩერებას ცდილობს.
"საქართველოს ხელისუფლებამ კარანტინის ეპიდემიაც და ვირუსიც გამოიყენა დიქტატურის გასამტკიცებლად და ახალი მილიარდების საშოვნელად. დღეს საქალაქო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რათა გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და არაადამიანური ჯარიმები. სასწრაფოდ უნდა გაიხსნას დაკეტილი წარმოებები, მაღაზიები, ბაზრები, ბიზნესი, მშენებლობა, ეკონომიკა, ტაქსები, ტრანსპორტი და ამუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური არტერიები,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.