18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
გატაცებული ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში რჩებიან - გემზე დარჩენილი 4 მეზღვაური კი რამდენიმე საათში ტოგოში იქნება

გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური კვლავ ტყვეობაშია. მათ გამოსახსნელად აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. გემზე დარჩენილი 4 ქართველი მეზღვაური უკვე უსაფრთხო ადგილას არის.

"30 აპრილს გატაცებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, როგორც დიპლომატიური არხებით, ასევე გემთმფლობელების მიმართულებით. ჩვენ ვართ აქტიურ კომუნიკაციაზე ოჯახის წევრებთან. ეს საკითხი არის კონფიდენციალური და ჩვენ დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ, რადგან უზრუნველვყოთ ჩვენი მეზღვაურების უსაფრთხოება და ჯანმრთლეობა.

დანარჩენი 4 მეზღვაური უსაფთხოდ არის და რამდენიმე საათში იქნებიან ტოგოში," - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს მეკობრეები დაესხნენ. ეკიპაჟის 14 წევრიდან 10 გაიტაცეს, მათგან 9 საქართველოს 1 კი უკრაინის მოქალაქეა.

დღის ამბები