18 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ქვეყნის მასშტაბით 1,344 კომპანია შეამოწმა

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი განიხილეს. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ქვეყნის მასშტაბით უკვე შეამოწმა 1,344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ ჰქონდათ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან.

საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.

განხილული იყო სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რა მიმართულებითაც ამ დროისთვის პრობლემა არ იკვეთება.

დღის ამბები