შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოავლინა. ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დაჯარიმდა.
უწყების ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 5 ადამიანი დაჯარიმდა.
შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა.