მეორე წელია საქართველო 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან ერთად ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დილიდან აპირებს.
12 მაისი იმედის დღედ პარლამენტმა გასული წლის მაისში გამოაცხადა. ეს დღე ანდრიაობის გამო უქმედ უკვე გამოცხადებული იყო.