18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით დასკვნითი დოკუმენტი მიიღო

აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ დასკვნითი დოკუმენტი მიიღო. ის აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში, მასში ასევე წარმოდგენილია სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

"დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას," - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტვიტერზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი დასკვნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

დღის ამბები