18 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ჟურნალი The Culturetrip მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი  The Culturetrip  კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მკითხველს თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში  მოგზაურობას ურჩევს.

სტატიაში სათაურით „Travel After Coronavirus: The Lesser-Known European Cities To Visit“ ჟურნალისტი ჟოზეფინ პლატი  გოტენბერგთან, ბელგრადთან, ტირანასთან, გდანსკსთან და კორბოდასთან ერთად საქართველოს დედაქალაქს აღწერს. სტატია თბილისით იწყება.

"თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. კულტურა ამ  ქალაქის ისტორიასთან  და პროგრესივიზმთან ერთად არის გადაკვეთილი.  თბილისი გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებით და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით.  ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე. თბილისით    მრავალი  დიზაინერი და მყიდველი დაინტერესდა."

სტატიის ავტორი მკითხველს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიის  და საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებას,  ასევე გოგირდის აბანოების  სტუმრობას და კერძებიდან კი ხაჭაპურის დაგემოვნებას ურჩევს.

სამოგზაურო ჟურნალს The Culturetrip ყოველთვიურად მთელს მსოფლიოში  20 მილიონი მკითხველი ჰყავს. 

დღის ამბები