18 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 5.5%-ით შემცირდება - EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს - 5.5%-ით შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც ეკონომიკაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება.

თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-ით გაიზრდება.

"ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით დაწესებული ზომების თანდათან შემსუბუქებაზე,"- აღნიშნულია ბანკის მოხსენებაში, რომელიც რეგიონალურ-ეკონომიკურ პერსპექტივებს ეხება.

დღის ამბები