14-მდე გაიზარდა კოვიდინფექციის მქონე პაციენტთა რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში. გასულ დღე-ღამეში ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა. ერთი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, მეორე კი რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღესტნიდან დაბრუნდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკარანტინო შეზღუდვების ძირითადი ნაწილი პირველ ივნისამდე გახანგრძლივდება. აკრძალული რჩება მასობრივი შეკრებები, ტურისტული ექსკურსიები, ქორწილისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. აკრძალულია კურორტებსა და სასტუმროებში მოქალაქეების განთავსება და ადგილების დაჯავშნა.