18 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
დღეიდან სილამაზის სალონები იხსნება

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით პანდემიის გამო შემოღებული 4 შეზღუდვა მოიხსნება. გვექნება ერთით ნაკლები საკარანტინო ზონა, შესაძლებელი ხდება 3 პირზე მეტის შეკრება, თუმცა არაუმეტეს ათისა, იხსნება სალონები და სილამაზის ცენტრები. 

საქართველოს სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის, თამუნა შარაშენიძის ინფორმაციით, გახსნამდე ყველა იმ სალონში, რომელიც შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირდა, პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. მისივე თქმით, ყველა სილამაზის სალონს შეუძლია გაიხსნას, თუ შესაბამის წესებს გაითვალისწინებს.

ამასთან, მუშაობას ნაწილობრივ აღადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. უწყების ცნობით, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით. 

დღის ამბები