საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 702-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
მონაცემების თანახმად, გაცილებით მეტია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ეს რიცხვი დღეს 24-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ამ ეტაპზე COVID 19 საქართველოში 456-მა პაციენტმა დაამარცხა.
გარდაიცვალა 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 3,787 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337 პირი.