18 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან ეტაპობრივად დაიწყება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან ეტაპობრივად დაიწყება. უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის პროცესი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ასევე დაეხმარებიან ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი.

"გაცემა დაიწყება 22 რიცხვიდან, ეტაპობრივად გაცემა როგორც სოციალური, ასევე უმუშევრობის კომპენსაციების. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს ჩვენმა წარმომადგენლობებმა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ჩვენი თანამშრომლების დახმარებით," - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ

დღის ამბები