ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა მორიგ ვიდეოკონფერენციაზე ეკონომიკის მოკლე ვადებში გაჯანსაღებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელა. დისტანციურ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრისას განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.