18 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით სომხეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს - ისინი დედა-შვილი არიან

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კლინიკას ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა შეემატა. ისინი  სომხეთის მოქალაქეები არიან. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დედა-შვილი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ამასთან, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოჯანმრთელებულია სამი პაციენტი. 

"ბოჭორიშვილის კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს, გვაქვს სამი გამოჯანმრთელება. შემოვიდა 2 ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით - დედა-შვილი. არიან საკარანტინო სივრციდან, არიან სომხეთის მოქალაქეები. 4 პაციენტი რჩება საყურადღებო. 18 წლამდე ასაკის პაციენტებიდან 12 ბავშვი გვყავს დადასტურებული, 4 პირი ელოდება კვლევაში ჩართვას," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმითვე, პაციენტები კლინიკიდან გაწერის შემდეგ თვითიზოლაციაში გადადიან, რითაც ინფექციის გადადების ყველა რისკი არის აღმოფხვრილი. 

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბავშვების შემთხვევაში კლინიკაში გართულებას ადგილ არ ჰქონია და მოზარდებს დაავადება მსუბუქად გადააქვთ.

"არ გვქონია ბავშვებში არათუ რაიმე გართულება, ყველა გამოსვლაში ვაცხადებ, რომ ბავშვებში არის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა," - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები