18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
მეკობრეებმა გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

9 ქართველი მეზღვაური 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ მეკობრეებმა გაათავისუფლეს.

30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდებიან.

"9 ქართველი მეზღვაური 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია და მალე სამშობლოში დავაბრუნებთ. ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. 

თამარ იოსელიანის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. 

"ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის," - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.  

უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.

დღის ამბები